ვაზის სამშობლო
ვაზი ერთ – ერთი უძველესი მცენარეა, რომლის პირველი წარმომადგენლები, ჯერ კიდევ ცარცულ ერაში გაჩნდნენ. დღესდღეობით კი მსოფლიოში 4000 – მდე ჯიშია, რომელშიც შედის საქართველოში არსებული 500 – მდე ადგილობრივი ჯიში, რაც თავის მხრივ მეტყველებს,
საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე.
საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოდაა აღიარებული, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ფაქტები, მათ შორის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია: ქვემო ქართლში, შულავერის მდელოზე, არქეოლოგიური ექსპედიციისას აღმოჩენილი ვაზის წიპწები, რომლებიც კულტურულ
ვაზს Vitis vinifera (ლათ.) ეკუთვნოდა. ანალიზების თანახმად წიპწების ასაკი განეკუთვნება ჩვ. წ. – მდე 5000 – 7000 წელს და უძველეს ნამარხ წიპწებს წარმოადგენს, არამარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში.