აფხაზეთის მევენახეობა – მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები გაშენებულია 2 – 4 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე. ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც
და ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე). ზღვისპირეთში გავრცელებულია ნეშომპალა კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები.
აფხაზეთში, საქართველოს ერთ – ერთ უძველეს და ულამაზეს კუთხეში ვაზის: ცოლიკოურის, ჩხავერის, ოჯალეშის, კაჭიჭის, იზაბელას და სხვა ჯიშებიდან მზადდებოდა წარმოშობის ადგილის დასახელების ორიგინალური ღვინოები: “აფსნი”, “ლიხნი”, “აჩანდარა”,
“ანაკოპია” და სხვა ღვინოები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მომხმარებელთა შორის.