გურიის მევენახეობა – მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები გაშენებულია 2 – 4 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე. ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც
და ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე). ზღვისპირეთში გავრცელებულია ნეშომპალა კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები.
გურიაში (ბახვი-ასკანის, ფარცხმან-საჭამიასის), მიკროზონებში, გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშის ჩხავერისაგან მიიღება განუმეორებელი, საგემოვნო თვისებების ჯიშური დასახელების ცქრიალა ღვინო “ჩხავერი”.