წალამი: ვაზის განასხლავი რქები.

წარაფი: ადგილი გურჯაანის რაიონის, სოფელ კარდანახში, სადაც დგება ამავე დასახელების განთქმული თეთრი კახური ღვინო.

წაფი: თიხის დიდი ზომის ჯამი. ღვინის სასმისი.

წაფურა: თიხის მოზრდილი ჯამი. წაფზე მცირე ზომის სასმისი.

წბელი: იგივეა, რაც ნაქაჯი და წბერი.

წბერი: საწნახელიდან ან ქვევრიდან ამოღებული ჭაჭის საბოლოოდ გამოსაწნეხი მოწყობილობა. ერთგვარი წნეხია ჭაჭისა. შეედრება საქაჯავი.

წბერის ძირი: ყურძნის ჭაჭის გამოსაწნეხის ძირი, რომელიც დამზადებულია ერთიანი ქვისაგან ან ერთიანი ხისაგან. შეედრება საქაჯავის ძირი.

წედა: ღვინის სასმელი ჭურჭელი.

წიდა ვაზი: ვაზის გადაწვენით, გადაწიდნვით მიღებული ახალი ამონაყარი. შეედრება გადაწიდნვა ვაზისა.

წინანდალი: სოფელი თელავის რაიონში, მევენახეობის მიკროზონა, სადაც რქაწითელისა და კახური მწვანის ვაზის ჯიშებისაგან ყენდება, თეთრი მშრალი ღვინო “წინანდალი”.

წიპწა: ყურძნის მარცვლის კურკა. მარცვალში გვხვდება წიპწების ერთი, ორი და იშვიათად უფრო მეტი რაოდენობაც. არსებობს ვაზის უწიპწო ჯიშებიც.

წიპწობა: ყურძნის დაწურვის დრო.

წუმი: ყურძნის მტევანი.

წყალღვინო: ღვინიანი, ღვინონარევი წყალი; ახლადგამოწნეხილ ჭაჭაზე წყლის დასხმით და ამგვარად დადუღებით მიღებული სასმელი.