ყავარჯნიანი რქა: ვაზზე დასაკალმებლად საგანგებოდ აჭრილი ერთწლიანი რქა, რომელსაც ძირზე ორწლიანი რქის ნარჩენი აქვს პერპენდიკულარულად, ყავარჯნის მსგავსად. იგივეა, რაც ძველიანი.
ყათარი: იგივეა, რაც შარი, (ვაზის) მწკრივი.
ყანწი: სპეციალურად დამუშავებული რქა, ღვინისა და ჭაჭის (მთიანეთში – ლუდის) სასმელად. ძირითადად მზადდება: ჯიხვის, ხარის, თხის, ცხვრის, კამეჩის,ნიამორის, ხბოს ან ზაქის რქისაგან.
ყარყარა: სურის მოყვანილობის ერთგვარი ქუსლიანი სასმისი ღვინისათვის. nმაღალყელიანია და ყელი მოხრილი აქვს. ამზადებდნენ ვერცხლისგან. მის შექმნის ისტორიას უკავშირებენ ქართლ – კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სახელს.
ყვარელი: მევენახეობის მიკროზონა კახეთში, სადაც საფერავის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება წითელი მშრალი ღვინო “ყვარელი”.
ყვიბარი: ქვევრის ტიპის ერთ – ერთი სახელი. ქვევრზე მცირე და ქოცოზე დიდი ზომისა. მომცრო ჭური.
ყურძენი: ვაზის ნაყოფი, მტევანი, მწიფე ან ოდნავ შემჭკნარი.
ყურძნის თეთრი სიდამპლე: Coniothyrium diplodella (ლათ.) ვაზის სოკოვანი დაავადება, აზიანებს ვაზის ფოთლებს, მტევნებსა და ყლორტებს.
ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე: Botrytis cinerea Pers (ლათ.) ვაზის სოკოვანი დაავადება. ძირითადად აზიანებს ვაზის მტევანს, ყლორტებსა და ფოთლებს.
ყურძნის ტკბილი: ყურძნის მტევნის ან არამადუღარი დურდოს გამოწურვით მიღებული პროდუქტი. (საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ).
ყურძნის შავი სიდამპლე: Guignaris baccae (ლათ.) ვაზის სოკოვანი დაავადება. აზიანებს ვაზის ფოთოლს, რქებსა და მტევანს.
ყურძნის შეთვალება: ისრიმობის შემდგომი პერიოდი ყურძნის სრულ სიმწიფემდე. ყურძნის შეთვალების დროს მტევნის მარცვალი ფერს იცვლის და იწყებს შეტკბობას.
ყურძნის ჩურჩხელა: ჩამიჩის ჩურჩხელა, ამოსავლებ ძაფზე კაკლის ლებნისა თუ თხილის მაგივრად აასხამენ ჩამიჩს.
ყურძნის ჭია: Polychrosis botrana Schiff (ლათ.) ვაზის მავნებელია. აზიანებს ახალგაზრდა და უკვე მსხმოიარე ყურძნის მტევნებსა და ნაწილობრივ მტევნის კლერტს.
ყურძნობა: ყურძნის მწიფობის დრო.