ქარახსა: დიდი ყანწი ჯიხვისა.
ქართული ვაზი: იგივეა, რაც რქავაზი.
ქაფჩა: ჭურიდან თხლის ამოსაღები ხისაგან გამოთლილი დიდი კოვზის მაგვარი მარნის იარაღი. შეედრება სამთხლე.
ქაცლაშია: ტიკჭორა.
ქელეში: მოუკუპრავი ტიკი, მაჭრის ჩასასხმელად და გადასატანად; საღვინე ტიკი.
ქეფერჩხო: ბლის ქერქი ქვევრის პირის სარეცხად და დასაფარებლად.
ქვამარანი: ქვითკირის მარანი.
ქვევრი: (ტრანსლიტერაცია Kvevri) ღვინის დასაყენებელი და მცირედი თუ ხანგრძლივი დროით შესანახი, გამომწვარი თიხის, უძველესი ქართული ტრადიციული ჭურჭელი. კვერცხის ფორმისაა, ინახავენ მიწაში ყელამდე ჩაფლულს. ქვევრის მოცულობა დაახლოებით 2
– 3 ლიტრიდან 8000 ლიტრამდე მერყეობს. გადმოცემით ძველ საქართველოში 15 000 ლიტრიანი და უფრო დიდი მოცულობის ქვევრებიც მზადდებოდა. ქვევრს ამზადებს მექვევრე ოსტატი, ხოლო მექვევრეობა საქართველოს შიდა მრეწველობის უძველესი დარგია.
ქვევრის გაცოფება: ქვევრში ტკბილის ადუღება და ღვინის ამოსვლის დაწყება.
ქვევრის დამღა: მექვევრის მიერ ქვევრის პირზე დასმული ერთგვარი ბეჭედი. დამღაზე გამოსახულიან – მექვევრის ინიციალები, დამზადების წელი, ჯვარი, სხვადასხვა ორნამენტები და სხვ.
ქვევრის დახედვა: ნაკლულ ქვევრში ღვინო ბრკეს რომ გაიკეთებს და გემო შეეცვლება ამას ეძახიან ქვევრის დახედვას.
ქვევრის სარევი: იგივეა, რაც ფარსაკოდი.
ქვევრის ქუსლი: ქვევრის მომრგვალებული ბოლო, ძირი.
ქვევრსამარხი: შუაზე, ორ ნახევარსფეროდ გაჭრილი ქვევრი, რომელსაც არქაულ დროში იყენებდნენ მიცვალებულის დასაკრძალავად. არსებობს ვარაუდი, რომ ქვევრსამარხი თავის დროზე ეკუთვნოდა მასში დაკრძალულ მამაკაცს, რომელიც იმავე ქვევრში ღვინოს აყენებდა.
ქვევრსამარხები გვხვდება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
ქვთელო: აკაციის ტყავი, რომელსაც ვენახის ასახვევად ხმარობენ.
ქვიბარი: გურიაში გავრცელებული მცირე ზომის ქვევრის სახელი.
ქვითკირის საწნახელი: უპირატესად აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული საწნახლის ტიპია. საშენ მასალად გამოიყენება ქვა, აგური და კირის ხსნარი.
ქვის საწნახელი: ერთიანი ქვის დიდი ლოდისაგან გამოკვეთილი ან კლდეში ამოკვეთილი საწნახელი, გვხვდება მთელ საქართველოში. დღეს – დღეობით აღარ ამზადებენ.
ქინძმარაული: ადგილი ყვარლის რაიონში. მევენახეობის მიკროზონა, სადაც საფერავის ჯიშის ყურძნისაგან იწარმოება ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო “ქინძმარაული”.
ქირქა: იგივეა, რაც ნამხარი.
ქიშმიში: სპეციალური საქიშმიშე, უპირატესად უწიპწო ყურძნის ჯიშის საგანგებოდ გამომშრალი მარცვლები. შეედრება ჩამიჩი.
ქოთათური: თიხისაგან დამზადებული ღვინის უტუჩო ჭურჭელი.
ქორჩი: თოხისებური იარაღია, იხმარება ვენახში, მძიმეა და დიდი, დაჩირკნის დროს კარგია.
ქოცო: ყველაზე მცირე ზომის ქვევრი, რომელშიც ჩადის ხუთ ჩაფამდე ღვინო.
ქუსლა: ხის ურო ქვევრის თავზე აყალო მიწის დასატკეპნად.
ქუსლიანი რქა: ვაზზე დასაკალმებლად საგანგებოდ აჭრილი ერთწლიანი რქა, რომელსაც ძირზე ორწლიანი რქის ნარჩენი აქვს ქუსლის მსგავსად დატოვებული, რათა უკეთესად დაფესვიანდეს.