ფელამუში: ყურძნის ტკბილის ცეცხლზე დუღილის შედეგად დამზადებული ფაფის მგავსი საჭმელი.
ფიალი: მცირე ზომის თიხის საღვინე სასმისი, იგივე ფიალა.
ფილოქსერა: phylloxera vastatrix Planch (ლათ.) ვაზის მავნებელი მწერი. თანაბარფრთიან ხორთუმიანთა რაზმისა. მისი სამშობლოა აშშ. მეტად საშიში მავნებელია და მის წინააღმდეგ მიმართავენ ვაზის მწარე საძირეზე მყნობას. საქართველოში გვხვდება
XIX საუკუნიდან.
ფიჩტაურა: მომცორო საღვინე.
ფიჩხაურა: მომცრო საღვინე.
ფიჩხაური: ჩვეულებრივზე დიდი ზომის საღვინე დოქი.
ფიწლის თოხი: იგივეა, რაც ორთითა თოხი.
ფლასკი: მომცრო საღვინე.
ფქვილისებური ცრუფარიანა: Pseudoccocus citri Risso (ლათ.) ვაზის მავნებელი, აზიანებს ახალგაზრდა ყლორტებს, ფოთლებსა და მტევანს.