პანტა ყურძენი: ველური ვაზის დასახელება ზემო აჭარაში.
პასტერიზაცია: ღვინის (ასევე სხვა პროდუქტებისაც) ერთჯერადი გაცხელება მისი თერმული დამუშავების მიზნით 60-70 გრადუსზე, რამოდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში. შეედრება თერმოლიზაცია.
პარტახი: უმუშევარი ვენახი. იგივეა, რაც აბეჩხარი.
პოწკი: ყურძნის პოწკი. იგივეა, რაც რქა
პოჭოჭიკი: ქვევრის ძირი გარეთა მხრიდან. შეედრება ქვევრის ქუსლი.
პურის უფალი: თამადის ძველქართული დასახელება. იგივეა, რაც: ლხინის უფალი, თამადა, უფალი თამადა, მზრალი, მემზირი, დუდ მახვენჯი, ტაბგვა თხვიმი, ტოლუმბაში (ტოლუმბაში არაქართული სიტყვაა).
პწკალი: ყურძნის მტევნის სახეცვლილება, რომელიც ჩვეულებრივ ვაზის ყლორტის მუხლზე მოპირდაპირე მხარეს ვითარდება. ვაზის ყლორტის ყოველი ორი მუხლი პწკალს შეიცავს, მესამე კი უპწკალოა.