ზადიანი ღვინო: ღვინო, რომლის გემოშიც შეიმჩნევა გარეშე ნივთიერებების გავლენა. მაგ: ზედმეტი მუხის, გაურეცხავი ჭურჭლის, გოგირდწყალბადის, ოქსიდაციისა თუ სხვათა სუნი და გემო.
ზედამიწა: იგივეა, რაც საზედაო მიწა. მიწა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში აყალოთი მოტკეპნილ ჭურს ზემოდან აყრიან, რათა აყალო არ გამოშრეს. აღმოსავლეთში საზედაო მიწას აყრიან უშუალოდ ქვევრის სარქველს.
ზედაშე: მამაკაცის მიერ საგანგებოდ დაყენებული წითელი ღვინო, რომელიც გამოიყენება მართლმადიდებლური წირვის დროს სეფისკვერთან ერთად წმინდა ბარძიმში ჩასასხმელად, რომელიც შემდგომ მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაიქმნება; ღვინო, რომელიც
გამოიყენება ტაძარ-მონასტრებში შესაწირად ან რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე დასალევად ოჯახებში. ზედაშე ახლო წარსულში აუცილებლად ქვევრში უნდა ყოფილიყო დაყენებული.
ზვარი: ადგილი მწკრივებად გაშენებული ვენახის რიგებს შორის; დიდი ზომის ვენახის სახელი ძველ საქართველოში.
ზრო: ვაზის ძლიერი ღერო.