ელესაი: საწნახლის საზიდი კეტები.
ენოთეკა: ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის, სპეციალურად მოწყობილი სარდაფი. საცავი, ბოთლებით ღვინის წლობით შესანახად, მასზე შემდგომი დაკვირვების მიზნითა და ასევე საკოლექციოდ. ადგილი სადაც შექმნილია – განათების, ვენტილაციის, ტემპერატურისა
და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის განსაკუთრებული პირობები.
ენოთერაპია: მედიცინის დარგი. ადამიანის შინაგანი და გარეგანი ორგანოების ღვინით მკურნალობა.
ენოთერმი: ღვინის პასტერიზატორი. შეედრება თერმოლიზაცია.
ენოლოგია: მეცნიერება მეღვინეობის შესახებ. შეედრება ღვინოთმცოდნეობა.
ენოტანინი: ღვინის ტანინი მოყვითალო ფერის მწკლარტე მთრიმლავი ნივთიერება.
ენოქიმია: ღვინის ქიმია.
ესკა: Stereum hirsutum (ლათ.) ვაზის სოკოვანი დაავადებაა, რომლის შედეგად ძირითადად ზიანდება ვაზის შტამბი, რომელსაც დროთა განმავლობაში ულპება გული.