ჰა გიდელი: იგივეა, რაც აგიდელა.

ჰაზარფეშა: იგივეა, რაც აზარფეშა.

ჰარამი: ვაზის ღეროზე ამონაყარი ყლორტი.

ჰარაწი: ღვინის მოზრდილი ცალყურიანი სასმისი. მზადდება თიხისგან. გვხვდება ვიწროყელიანიც, რომელსაც “ყურყურა ჰარაწი” ეწოდება. აქვს ხელადის მოყვანილობა.

ჰარმონიული ღვინო: ღვინო, რომელშიც ყველა ელემენტი ჰარმონიულად არის შეხმატკბილებული და დაგემოვნების დროს ერთ მთლიან შთაბეჭდილებას ტოვებს.