ძარი: ყურძნის საზიდარი დიდი ზომის მოგრძო მოწნული ჭურჭელი რაჭა – ლეჩხუმში, რომელშიც იყრება მოკრეფილი ყურძენი, იდება ურემზე და ამგვარად მიდის მარნამდე. ძარს აქვს 4 სახელური, რითაც შესაძლებელია მისი აწევა ორი ადამიანის მიერ.
ძარღვიანი, ანუ ენერგიული ღვინო: ალკოჰოლით მდიდარი ღვინო.
ძელბარი: მთლიანი ფიცრისგან დამზადებული ნიჩაბი დასავლეთ საქართველოში, რომლითაც ხდება ჭურებზე დაგნესილი აყალო მიწის მოხდა. იგივეა, რაც ბურჯუკი. შეედრება ძერბალი.
ძელგი ღვინო: ღვინო, რომელსაც სიმაგრე და ექსტრაქტი საკმაო აქვს, მაგრამ არაჰარმონიული და უხეშია.
ძველიანი: იგივეა, რაც ყავარჯნიანი რქა.
ძირეული ვენახი: დაბლარი, ძირს გაშენებული ვენახი.
ძირის გამოცვლა: იგივეა, რაც ღვინის გადაღება.
ძმარი: მეღვინეობის ერთ – ერთი პროდუქტი, ძმარმჟავა ბაქტერიებით მდიდარი ღვინო, რომელიც სასმელად არ გამოიყენება. ხმარობენ კულინარიაში და ხალხურ მედიცინაში.
ძმარმჟავა: ცხიმოვანი რიგის ორგანული მჟავა. დამახასიათებელი მძაფრი სუნის მქონე უფერო სითხე.
ძმრის დედო: საძმრე ჭურჭელის ძირში დანალექი ლორწოვანი მასა, რომელსაც ამოიღებენ, ცალკე ჭურჭელში მოათავსებენ და ზედ დასაძმარებელ ღვინოს დაასხამენ, დაძმარების პროცესის დასაჩქარებლად.
ძღვამლი: ველური ვაზის დასახელება რაჭაში.