უბარი მიწა: იგივეა, რაც საზედაო მიწა.
უდედო ღვინო: ღვინის დაყენება უჭაჭოდ, უდედოდ, რომლის დროსაც ალკოჰოლურ დუღილში მონაწილეობას იღებს მხოლოდ გამოწნეხილი ყურძნის ტკბილი. ეს მეთოდი საქართველოში ცნობილია საუკუნეების განმავლობაში და ის ჩვენში ევროპიდან შემოსული არ არის!
უსურვაზი: Vitis silvestris (ლათ.) ველური ვაზი, კრიკინა.
უშაკო ვენახი: მწკრივის უქონელი ვენახი.
უშინაარსო, ანუ უსხეულო ღვინო: ღვინო, რომელსაც აკლია ექსტრაქტული ნივთიერებები და სხეული.
უწვერო ღვინო: სუსტი, მდარე ღვინო.
უწლევი: სოფელი ხაშურის რაიონში, სადაც ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ქართლის ცხოვრება, V ტომი.), ძველ დროში ამზადებდნენ საუკეთესო ხარისხის ქვევრებს ქართლის რეგიონში. დღეს ამ სოფელში ქვევრი აღარ მზადდება.
ურო: იგივეა, რაც საგოზელა (ნ.).