
მოგესალმებით მეგობრებო.
ვიწყებთ ვენახის დღიურის წარმოებას და შესაბამის კატეგორიაში განთავსებული მოკლე პოსტების სახით, გაგაცნობთ ჩვენს საქმიანობას და ავსახავთ ვენახის ცხოვრებას, რომელიც ბევრისთვის მარტივი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში, არც მთლად ასე მარტივადაა საქმე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს :).

ეს არის ჩვენი ვენახის გულუხვი შემოდგომა ოყურეშში, ყურძენი სიმწიფეში თანდათან შედის და ფერთან ერთად სიტკბოსაც იკრებს.
ფოტოები ასახავს პირველი სექტემბრის მდგომარეობას.