
დადგა ღვინობისთვე…
ოქტომბრის თვის ეს ძველ ქართული სახელწოდებაც, მაგალითია იმისა, თუ რამდენად იყო გადაჯაჭვული – ვაზის კულტურა საქართველოსთან…
უსახელაურის ფოთლებმაც დაიწყეს ფერის ცვლილება და როგორც ხედავთ – მოწითალო შეფერილობა დაკრავს ზოგიერთ ფოთოლს.
ერთ – ორ კვირაში, რთველიც დაიწყება ჩვენს ვენახში, რომელსაც დიდი მოლოდინით ველოდებით…
ფოტოები გადაღებულია 1 ოქტომბერს.