ნადიმი: დიდი წვეულება. საზეიმო, სალხინო სუფრეული, ღვინის სმა.
ნადუღი ღვინო: საწნახლიდან შუმი ღვინის ამოცლის შემდეგ ჭაჭას წყალს დაასხამენ, მაგრად აზელენ კობულით და აცლიან დადუღებას. ამ წესით მიღებულ ღვინოს უწოდებენ ნადუღს. იგი ძალიან გალაა, ბურახისებური სასიამოვნო გემო აქვს.
ნავი: იგივეა, რაც საწნახელი. უმეტესად ფიცრებისგანაა შეკრული, შესაძლოა დამზადდეს მთლიანი მორისგანაც.
ნაზი ღვინო: ღვინო, რომელის გემოც სასიამოვნო და ფაქიზია.
ნათავაი ღვინო: ახლად მოხდილი ჭურიდან პირველად ამოღებული ღვინო.
ნამორჩი:) ვაზის გაფურჩნის, ცის გახსნისა და სხვა მწვანე ოპერაციების დროს დარჩენილი მწვანე მასა.
ნამხარი: ფოთლის ყუნწის იღლიაში განვითარებული კვირტია, რომელიც, ყლორტის ძლიერი ზრდის პერიოდში წარმოშობს დამატებით ყლორტს, რასაც ეწოდება ნამხარი. იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სხვადასხვა სახელებითაა ცნობილი, მაგალითად: ბიჭა-ბიჭა,
რქის რქა და სხვ.
ნამხრევი: იგივეა, რაც ნამხარი.
ნაოჩხარი: გადამხმარი, ამოვარდნილი ვენახი, ვაზები აქა – იქ დგას. რაც მოსავალი მოვა, უმაღლესი ხარისხის ღვინო გამოუვა, რადგან თხელი მტევანია, წვრილი მარცვალი ასხია და კარგად მწიფდება, სითხე ცოტა აქვს, შაქარი კი მეტი. ნაოჩხარის ღვინო
ნაქებია. შეედრება აბეჩხარი.
ნარწყული ღვინო: ჭაჭისაგან გამოხდილი წყალნარევი ღვინო, წყალღვინო.
ნასმურევი: იგივეა, რაც ნაღვინევი.
ნაფარეული: სოფელი კახეთში, თელავის რაიონში, მევენახეობის მიკროზონა, სადაც საფერავისა და რქაწითლის ჯიშების ყურძნისაგან აყენებენ სუფრის წითელ და თეთრ ღვინოებს, რომელიც ცნობილია “ნაფარეულის” სახელით.
ნაქაჯი: ჭაჭიდან საქაჯავით გამოწნეხილი, გამოქაჯული ყურძნის ტკბილი ან ღვინო.
ნაცარი: ვაზის სოკოვანი დაავადებაა, იგივეა, რაც ოიდიუმი.
ნაწიგარი: (ვაზის) ძირზე ამოსული ნერგია.
ნაწიკარი რქა: იგივეა, რაც ნაწიგარი.
ნე: მაჭრის მეგრული დასახელება.
ნეკი: ვაზის ორ – სამ კვირტზე გასხლული რქა.
ნეკი ვენახის: პირველი პატარა წამონაზარდი, რომელიც შემდეგ ლერწად გაიზრდება.
ნიტრა: იგივეა, რაც ლიტრა.
ნოიჭი: იგივეა, რაც ისრიმი.
ნოღართო: ტარიანი სასმისი, აზარფეშა.
ნუნუა: ძირითადად ქართლ – კახეთში გავრცელებული ღვინის მოფერებითი სახელი.