მათავრული ჭური: აყალოთი დაგლესის შემდეგ შავმიწა მიყრილი ჭური.

მანავი: სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მევენახეობის მიკროზონა, სადაც კახური მწვანისა და რქაწითლის ჯიშის ყურძნიდან აყენებენ ცნობილ თეთრ მშრალ ღვინოს “მანავი”.

მანეული: ვაზის შესაყელავი ყვითელი ხე, წნელი, კაპიჭი.

მანიკა: ერთგვარი თიხის დოქი. იყენებდნენ ღვინის ასარწყავად.

მანიტი: ღვინის ავადმყოფობა. ჩნდება ძირითადად მაშინ, როდესაც დაბალ მჟავიანი ყურძნის ტკბილის ან დურდოს ალკოჰოლური დუღილი ძლიერ მაღალ ტემპერატურაზე ჩაივლის. ამ დროს ღვინოში შეიმჩნევა მბზინავი, ძალზე პატარა ნაწილაკები.

მარანი: ადგილი, სადაც იწურება ყურძენი, ყენდება და ინახება ღვინო. მარანი წარმოადგენს წმინდა ადგილს, ქართული მარანი ქვევრებიანია. საქართველოში მარნის არაერთი ტიპი არსებობს; ღვინის განსხვავებული სასმისი ქართულ ლხინის სუფრასთან, რომელსაც ზედამხრიდან, წრიულად დამაგრებული აქვს რამდენიმე მომცრო და ერთიდაიგივე ზომის ღვინის ჭიქის, ქვევრისა თუ სხვა ფორმის ჭურჭლები. გააჩნია ზიარჭურჭელის პრინციპი.

მარახოში ღვინო: ღვინო, რომელშიც მჟავიანობასთან ერთად ნახშირმჟავაც საკმაოდ იგრძნობა.

მარგილი: ვაზის (მსხვილი) სარი.

მარნა: წვრილი ტირიფი ვენახის ასაკრავი. შეედრება მანეული.

მარნეული: მარნას რტოთაგანი.

მარნეულობა: მარნის მრავალფეროვანი ინვენტარი საწნახელთან ერთად.

მარნის თოხი: მუშაობისაგან გაცვეთილი თოხია, გამოიყენება ქვევრებზე დაყრილი საზედაო მიწის გადასახვეტად მარანში.

მარნის კვირისტავი: დიდი, მრგვალი გათლილი ქვა, რომელშიც გაყრილია საქაჩავის ხრახნილიანი ხე.

მასკანა: იგივეა, რაც მასკნე. ვაზის ულვაში, რითაც იგი ჭიგოზე, ხის ტოტებზე ან მავთულზეა მიმაგრებული. მასკნე – “ესე არს ვაზთა და აყიროთა და მისთანათა ძაფივით რომ აქვს ხეზე შესახვეველად. ვაზს რომ ძაფივით აბია. ვაზის ძაფი”.

მასრა: ტიკის თითი, ტიკის პირის მილი ღვინის გადმოსასხმელად.

მაღლარი: უმეტესად ხეზე ან ხეივანზე ფორმირებული ვაზი. ხეივანზე ფორმირებულ ვაზს თალარიც ეწოდება.

მაჩუკი: ღვინის გადასაღები, საწურის მსგავსი, პატარა წნული კალათი.

მაცილობელა: იგივეა, რაც ნამხრევი.

მაწაწური: ქვევრის რეცხვისას მის ძირში ჩარჩენილი წყლის ამოსაწური (ამოსახოცი) ტილო, რომელიც გრძელ ჯოხზეა მიმაგრებული. (მაწაწური – ჭურის ამოსახოცელი).

მაჭარი: ბოლომდე დაუდუღებელი, შეღვინებული, ყურძნის მღვრიე ტკბილი, ახალგაზრდა ღვინო.

მაჯიგარო: იგივეა, რაც თხლის შეჭამანდი.

მეგალე: Eriophyes vitis (ლათ.) ვაზის გალებიანი ტკიპა, ვაზის მავნებელი. აზიანებს ვაზის ფოთლებს.

მევენახე: ვენახის საქმის მცოდნე სპეციალისტი. ვენახის მოვლაში და ყურძნის მოწევნაში დახელოვნებული პირი, მამაკაცი.

მევენახეობა: სოფლის მეურნეობის ერთ – ერთი დარგი. აგრონომიის დარგი, რომელიც შეისწავლის ვაზის გაშენებასა და მოვლას.

მევენახეობის ზონა: ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია ვაზის კულტურის გასაშენებლად.

მეზედაშე: ზედაშის მნე.

მეზვრე: ვენახის მომვლელი და მცველი მამაკაცი. იგივეა, რაც მევენახე.

მეკოდე: პიროვნება, ვისაც მინდობილი აქვს სასმლის გაცემის საქმე ქორწილსა და სხვა დიდ სტუმრიანობებში, ზედამხედველია იმისა, თუ სად და როგორ იხარჯება სასმელი.
მწდეებს ის უვსებს ჭურჭელს და ატანს სუფრაზე მისატანად.

მელული: უმეტესად წიფლის ან ცაცხვის მასალისაგან დამზადებული ერთიანი ფიცრისაგან გამოთლილი დაკბილული ნიჩაბი უპირატესად რაჭა – ლეჩხუმში, აქვს ოთხიდან ექვსამდე გრძელი თითი. გამოიყენება საწნახელში ჩაყრილი ყურძნისა თუ ჭაჭის მისაწევ – მოსაწევად და ამოსაღებად.

მემარნე: მამაკაცის პროფესია ძველ საქართველოში. ღვინის მცოდნე, მარნისმცველი და გამგებელი.

მენა: იგივეა, რაც თაღარი.

მენახევრე: დორის ნახევარი, ღვინის სარწყავი. (დორის მენახევრე თიხისჭურჭელია, აქეთ-იქიდან ორი სახელური აქვს მხრებზე. დორისაგან განსხვავებით აქვს ტუჩი).

მეორე პირი მიწა: იგივეა, რაც საზედაო მიწა.

მერი: ჭაჭის დასაწურავი ხელსაწყო.

მერიქიფე: ღვინის დამსხმელი. იგივეა, რაც ღვინის მწდე.

მექვევრე: ქვევრების კეთებაში დახელოვნებული მამაკაცი, ოსტატი.

მეღვინე: მამაკაცის პროფესია, რომელსაც ევალება ყურძნის გადამუშავება დაწურვის, დადუღების, დაღვინებისა და ღვინის მოვლა – შენახვის საქმის პროფესიული ცოდნა და მისი პრაქტიკული შესრულება.

მეღვინეთუხუცესი: მამაკაცის თანამდებობა ძველ საქართველოში, ღვინის საქმისმცოდნე და მეღვინეების უხუცესი ანუ უფროსი.

მეღვინეობა: სოფლის მეურნეობის ერთ – ერთი დარგი. ღვინის წარმოება მარნებსა თუ ქარხნებში. ღვინის დაყენება და შენახვა ქვევრებში, მუხის კასრებში თუ სხვა საღვინე ჭურჭელში.

მზვარი: იგივეა, რაც ზვარი.

მისხალი: ვერცხლის მცირე, ან საშუალო ზომის თასი, რომელსაც აქვს უჩვეულო, ვიწრო და მაღალი ქუსლი. ამ სასმისზე ხშირია ქართული წარწერები. დღესდღეობით მისხალი აღარ მზადდება, ხოლო მოსახლეობაში კი ძირითადად მეთვრამეტე – მეცხრამეტე საუკუნეებში დამზადებულ ნაკეთობებს შევხვდებით.

მკუპრავი: ხელოსანი, რომელიც რუმბის, კოლოტისა და ტიკის შიდა ზედაპირს სპეციალურად ნახარშ და შეზავებულ კუპრს გამოავლებს.

მოგუდული ღვინო: უჭაჭოდ დაყენებული, ტკბილი ღვინო.

მოკავება: ვაზის ლერწის მოღუნვა ჭიგოზე მისაკრავად. შეედრება. შეყელვა.

მოლა: გრძელი ჯოხის ბოლოში მიმაგრებული ტილოს ნაჭრის სახელი ქიზიყში, რომელსაც ჩაალბობენ გამდნარ ცვილში და ქვევრში ამოუსმევენ ქვევრის შიდა ზედაპირის ცვილით დამუშავების დროს.

მოლოზანა: ვაზზე ზაფხულის განმავლობაში ზოგჯერ ვითარდება გვიანი ყლორტი ან ნამხრევი, რომლიდანაც ვითარდება მტევანი, რომელიც დამწიფებასვერ ასწრებს და მკვახე რჩება. ასეთ ნაყოფს კახეთში “მოლოზანა”ქვია.

მორავაყუნი: შეუმრღვევლად გაწურვილი. ღვინო კეთილად ჩამოწურვილი.

მორცხულა: ველური ვაზის სახელი ძველ გურიაში.

მოსარვა: ვაზის ძირში სარის დასობა, მიდგმა, შეედრება მოხარდვნა.

მუკუზანი: სოფელი გურჯაანის რაიონში. მევენახეობის მიკროზონა, სადაც საფერავის ჯიშის ყურძნისაგან იწარმოება წითელი მშრალი ღვინო “მუკუზანი”.

მუჯურო: ჭურის ფსკერი.

მშრალი ღვინო: დასრულებული ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული ღვინო, რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა არ აღემატება 4.0 გ/ლ-ს.

მწდე: იგივეა, რაც მერიქიფე, ღვინის მწდე, ანუ ღვინის დამსხმელი და მიმრთმევი.

მწდეველი: ღვინის მსმელი.

მწიდნავი: ვაზის გადამწიდვნელი მამაკაცი. ვაზი მრავლდება, როგორც დარგვით, ისე გადაწიდვნით, რომელსაც მწიდნავი ახორციელებს.

მწნეხელი: მუშა, მწურავი ყურძნისა.

მხრები ქვევრის: ქვევრის ნაწილი მუცელსა და ყელს შუა.