კათხა: ხის სირჩა, ძირიანი და მაღალი ღვინის სასმისია.
კაკა: ყურძნის ავადმყოფობაა
კარდენახი: სოფელი გურჯაანის რაიონში, მევენახეობის მიკროზონა.
კარზე ვენახი: ისეთი ვენახი, რომელიც მიწის ნაკვეთის პატარა ფართობზეა გაშენებული, საცხოვრებელი ბინის ახლოს და მოსავალს უმთავრესად საჭმელად იყენებენ.
კართ ვენახი: იგივეა, რაც კარზე ვენახი.
კასრი: უპირატესად მუხის მასალისაგან დამზადებული საშუალო ზომის ჭურჭელი, გამოიყენება ღვინის შესანახად და დასავარგებლად. მოსახლეობაში ძირითადად გვხვდება 200 – 500 ლიტრიანი კასრები.
კაცა: ყურძნის ჭაჭის გამოსაწნეხი მოწყობილობის ნაწილი; ორკაპი ხე, რომელზეც დამაგრებულია ისარი ანუ ხრახნიანი ხე.
კახური ღვინო: ღვინო, რომელიც დაყენებულია კახეთის ვაზის ჯიშის ყურძნისაგან. ტრადიციული კახური თეთრი ღვინო ყენდება ქვევრში, სადაც ღვინო სრულ ჭაჭაზე დასავარგებლად რჩება ადრე გაზაფხულამდე.
კეკულა: ხის ურო – ქვევრის თავზე აყალო მიწის დასატკეპნი. შეედრება კვეჟო.
კერასეული: _ სასმისი ღვინისა ხმარებული მონასტერთა შინა.
კვანჩხა: ღვინისა ან წყლის დასალევი ჭიქის მოყვანილობის საშუალო ზომის ჭურჭელი, მზადდება ხისგან.
კვეჟო: ჭურისთავზე აყალო მიწის დასატკეპნი მარნის იარაღი დასავლეთ საქართველოში. ხის გადანაჭერი გათლილი მსხვილი ტოტია, რომელსაც ზემოდან ან გვერდიდან აქვს ხისავე ტარი.
კვინჭა: გაცვეთილი სარცხი.
კილანი: თიხის პატარა ჯამი, ღვინის სასმისი.
კიმელა: ჯიშად უნაყოფო ვაზის მცირე ზომის მტევანი.
კიმელი: მცირე კუფხალი.
კიმელ – კიმელი: მეჩხერი, არაკუმსი (მტევანი).
კიმპალი: ყურძნის მტევნის ორ ან სამ მარცვლიანი მხარი.
კიმპლაობა: რთველის შემდეგ ვაზზე შერჩენილი ყურძნის მოგროვება.
კირაჲ: გატეხილი ქვევრის დასაწებებელი მასალა. ამზადებენ კვერცხით, კირითა და ბამბით.
კიჩირი: ყურძნის ამ ჯიშს XVI საუკუნიდან მოყოლებული უკვე აღარსად ვხვდებით.
კიწი: მტევნის პატარა ნაწილი, კლერტის მთავარი ღეროდან გამოსული ერთიშტო მარცვლებიანად.
კიწიპაჲ: ღვინის სასმელი თიხის, აქვს ვიწრო ყელი.
კიწოწია: აკიდოს მეგრული დასახელება.
კლეპტო: იგივეა, რაც კლერტი.
კლერტი: ყურძნის მარცვალ გაცლილი მტევანი.
კლერტსაცლელი: ელექტრო ან მექანიკური დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ხდება ყურძნის მტევნის კლერტისა და მარცვლების ერთმანეთისგან განცალკევება ანუ კლერტის გაცლა.
კლიმვა: ჭურის პირველად მოხდა და ღვინის ამოღება. “ღვინო ვკლიმე” ანუ პირველად ამოვიღე სავსე ჭურიდან.
კობული: მარნის მრგვალად გათლილი ხის ტარიანი იარაღი, რომლითაც ყურძენს ტენიან საწნახელში.
კოკა: ღვინის საწყაო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მოცულობისაა. კოკა აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრის ტევადობის აღმნიშვნელი ტერმინია. (მაგ. 60, 100, 120 კოკიანი ქვევრი…). ჭურჭელი კოკა თიხისაა და ძირითადად 10 – 20 ლიტრს
იტევს, გამოიყენება წყლის ჭურჭლადაც.
კოკოზა: იგივეა, რაც გიდელი. კოკოზა პატარა ტკეჩით ნაქსოვი კალათია, რომელსაც ვხმარობთ, რომ ჭაჭა არ ამოყვეს ღვინოს და სუფთად ამოვიღოთ ჭურიდან; მცენარე ჭილი, რომლის ფოთლებითაც ხდება ვაზის აკვრა.
კოკონა ჭია: ვენახის ერთ – ერთი მავნებელი ჭიის სახელი ძველ საქართველოში.
კოკოშა: კვახის გოგრისაგან შექნილი სასმელი, ოშმე.
კოკურა: კოკაზე პატარა ჭურჭელი, კოკის მსგავსია. ჩადის 8 – 10 ლიტრამდე, გამოიყენებენ, როგორც ღვინისათვის ისე წყლისათვის.
კოლოტი: საშუალო ზომის გუდათ ამოღებული და შიგნიდან მოკუპრული ტყავია, ხმარობენ ღვინისა და ყურძნის ტკბილის ჩასასხმელად და გადასატან – გადმოსატანად. ტიკზე დიდია, მაგრამ რუმბზე მცირე.
კოპე: საღვინე არს ათის თუხტის დამტევნელი; ქვევრიდან ღვინის ამოსაღები, მწარე კვახისაგან დამზადებული და გრძელტარზე მიმაგრებული მარნის იარაღია. იგივეა, რაც ორშიმო.
კორთი: ქვევრის სადგამი ქურაში. ქვევრის ქუსლივითაა თიხისაგან გაკეთებული და გამომწვარი. ქვევრი ქურაში კორთში დგას. დღესდღეობით ძალზე იშვიათად გამოიყენება.
კორპის მუხა: Quecus suber (ლათ.) მუხის ჯიში, რომლის ქერქისგანაც მზადდება კორპის საცობი ღვინის ბოთლის დასახუფად. მარადმწვანე მცენარეა. გავრცელებულია სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ძალზე მცირე რაოდენობით ხარობს ასევე დასავლეთ
საქართველოშიც.
კორპის საცობი: ღვინის ბოთლის საცობი, რომელიც მზადდება კორპის მუხის ქერქისგან.
კოტეხი: ადგილი გურჯაანის რაიონში, მევენახეობის მიკროზონა.
კოტოში: გრძელტარიანი გოგრის ჭურჭელი ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად. იგივეა, რაც ორშიმო.
კოწიწი: გაბზარული დოქებისა თუ თიხის სხვა საღვინე ჭურჭელის შემაკავშირებელი მასა, ერთგვარი წებო (შეკოწიწება ანუ შეწებება).
კოხა: მკვახე ყურძნის სახელი ლაზეთში.
კრაზანა: Hypericum (ლათ.) ყვითელ ყვავილიანი მცენარე, რომლისგანაც ქართლ – კახეთში და იშვიათად დასავლეთ საქართველოშიც ამზადებენ ქვევრების სარეცხს, სახეხს. მცენარე კრაზანა გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც.
კრიკინა: იგივეა, რაც ველური ვაზი.
კულა: ხის სასმისი ხმიანი; ხის ან ვერცხლის სასმისი ყელ ვიწრო ან დაგრეხილი, ხმის გამოსაღებად სმის დროს.
კულუხი: ღვინის ღალა ხატისათვის. ხატებს წინათ მამულები ჰქონდათ ბარში. კულუხი საზოგადოდ ღალა არის, უფრო კი სასმელებისას ჰქვია. ფშავის სათემო, ძლიერ სალოცავებს კახეთში თავისი ვენახები ჰქონდა, რომლებსაც დაქირავებული კახელები უვლიდნენ.
ხატის დასტურები მიდიოდნენ და დღეობისათვის ცხენებით მოჰქონდათ ეს ღვინო, რომელსაც კულუხი ეწოდება. კულუხი ასევე არის ღვინის საბატონო გადასახადიც.
კუმსი მტევანი: ძლიერ შეკრული ყურძნის მტევანი, რომელსაც მარცვლები ერთმანეთზე მჭიდროდ აქვს მიბჯენილი. შეედრება დამურგული მტევანი.
კუნკული: “ლერწს რომ თავებს გადავატეხავთ და გადავაგდებთ იმას კუნკულს ვეტყვით”.
კუნჭულო: გიდელის მსგავსი კალათია თხილის ან მანეულის ტკეჩისგან დაწნული. პირფართო და ძირწვეტიანი. ჩაარჭობენ ქვევრში მყოფ ჭაჭაში და კუნჭულოში ტკეჩების ნასვრეტებიდან შესულ ღვინოს ადვილად და უჭაჭოდ ამოხაპავენ.
კუპრიელი: იგივეა, რაც ტიკი.
კუშუპაური: შუა ღვინო, წყალმაჭარა
კუჭულა: მოზრდილი საღვინე დოქი.