ვაზი: Vitis (ლათ.) მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად დედამიწის თბილ და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა და საყრდენს ულვაშებით ემაგრება.
ვაზი პატრიარქობს: როდესაც ვაზი სწრაფად და თამამად იზრდება.
ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა: Caleptrimerus vitis (ლათ.) ვაზის მავნებელი. აზიანებს ვაზის კვირტებს, ფოთლებსა და ახალგაზრდა ყლორტებს.
ვაზის მილმხვევი: Byciscus betulea (ლათ.) ვაზის მავნებელი. ძირითადად აზიანებს ვაზის ფოთლებს.
ვაზის ბაქტერიული კიბო: Rhizobium tumefaciens (ლათ.) ვაზის დაავადება, ძირითადად ავადდება ვაზის შტამბი.
ვაზის ბალიშა ცრუფარიანა: Pulvinaria vitis (ლათ.) ვაზის მავნებელია, აზიანებს ვაზის შტამბს, რქებს, ყლორტებსა და ფოთლებს.
ვაზის დამარხვა: ყინვებისაგან დასაცავად ვაზის მიწაში დაფვლა ზამთრობით ან გვიან შემოდგომით. ამ მეთოდს, იშვიათად მესხეთ – ჯავახეთში მიმართავდნენ ძველად, თუმცა ამ მხარეში ამ მეთოდის აუცილებლობა არ არის. მეთოდი უპირატესად გავრცელებული
იყო სომხეთში.
ვაზის დასხდომა: სავენახედ გადაბრუნებულ მიწაში ვაზის მოსვლა, ვაზის კარგადგახარება.
ვაზის დაწვრილშვილება: ზედმეტად დატვირთული ვაზი, როდესაც ვაზს ზომაზე მეტი რქები აქვს. ბევრს ისხამს, მაგრამ უხარისხოს.
ვაზის დედანი: საძირე ვაზი, რაზეც უნდა დაემყნოს.
ვაზის ნაცარი: Uncinula necator (ლათ.) ვაზის სოკოვანი დაავადება. აზიანებს ვაზის ფოთლებს, მტევნებსა და ყლორტებს.
ვაზის ნერგი: ვეგეტაციური გამრავლების გზით მიღებული ერთი ან ორ წლიანი დაფესვიანებული, დასარგავად გამზადებული მცენარე (საქართ. კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ).
ვაზის რქა: იგივეა, რაც ვაზის ტოტი. ვაზის რქაში უმთავრეასდ ვაზის ერთწლიანი ტოტი იგულისხმება.
ვაზის რწყილი: Haltica ampelophaga Guern (ლათ.) ვაზის მავნებელია, აზიანებს ვაზის ახლად გაშლილ ფოთლებსა და ზოგჯერ ნორჩ ყლორტებსაც.
ვაზის ტირილი: ვაზი როდესაც გაიღვიძებს და წვენი ჩაუდგება ამ დროს რომ გადაჭრა, რქიდან წვენი წამოუვა წვეთ – წვეთად. ამას ჰქვია ვაზის ტირილი. ვაზის ტირილი უარყოფითი მოვლენაა, რადგან ამ დროს ვაზიდან მისი ”ცრემლის” სახით იკარგება მისი
საკვები.
ვაზის ჩვეულებრივი ჭრიჭინა: Oecanthus pellucens Scop (ლათ.) ვაზის მავნებელია. აზიანებს ვაზის ყლორტებსა და ნორჩ ფოთლებს. მავნებლობას ეწევა ღამე, შებინდების შემდეგ.
ვაზის წიდვა: იგივეა, რაც ვაზის გადაწიდვნა, ვაზის გადაწიდვნით, არანამყენით გამრავლება.
ვაზის ჭიჭინობელა: Erythroneura imeretina Dek (ლათ.) ვაზის მავნებელია. გავრცელებულია უმეტესად იმერეთში, აზიანებს ვაზის ფოთლებს.
ვაზის ჭრაქი: Plazmopora viticola (ლათ.) ვაზის სოკოვანი დაავადება. აზიანებს ვაზის ფოთლებს, მტევნებსა და ყლორტებს.
ვაზისუბანი: სოფელი გურჯაანის რაიონში. მევენახეობის მიკროზონა, სადაც რქაწითლისა და კახური მწვანის ვაზის ჯიშებიდან აყენებენ სუფრის თეთრ ღვინო “ვაზისუბანს”. ვაზისუბანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელია.
ვაზის ცის გახსნა: ვაზის მწვანე ოპერაცია, რომელიც გულისხმობს ვაზის ყლორტების წვერების მოჭრას ვაზის ზრდის შეჩერების პერიოდში.
ვაჟკაცური ღვინო: სიმაგრითა და სხეულით მდიდარ ღვინოზე ითქმის.
ვარდისუბანი: სოფელი თელავის რაიონში, სადაც, როგორც ისტორიულად, ასევე დღესაც მისდევენ მექვევრეობას. ვარდისუბნის ქვევრი განთქმულია.
ველური ვაზი: Vitis silvestris (ლათ.) იგივეა, რაც უსურვაზი, კრიკინა ვაზი
ვენახი: ერთ ადგილას დარგული ვაზების ნარგაობა. ზვრებად გაშენებული ვაზების ერთობლიობა.
ვენახის ამოვარდნა: ვენახის გადახმობა და მოსპობა.
ვენახის აშენება: იგივეა, რაც ვენახის, ვაზის ჩაყრა, გაშენება.
ვენახის გამოსავალი: ვენახის ერთი წლის მოსავალი. განსაზღვრული რაოდენობის ვენახის მოსავალი, რომელიც ერთგან შეიძლება მეტი იყოს, მეორეგან ნაკლები; მაგ. ხირხატი ვენახის გამოსავალი ნაკლებია, ვიდრე ლამი ვენახისა, თუმცა ხარისხით პირველი
ჯობია.
ვენახის დასხმა: იგივეა, რაც ვენახის გაშენება.
ვენახის მორჩი: იგივეა, რაც ნამხრევი.