აჭარის მევენახეობა – მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები გაშენებულია 2 – 4 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე (ზემო აჭარა). ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც და ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე). ზღვისპირეთში გავრცელებულია ნეშომპალა კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები.

წითელი

ალმურა შავი; ბათომურა; ბურძღალა; ბუტკო; ვაიოს საფერავი; კირწ წითელა; ლივანურა შავი; მაგარა; მეკრენჩხი; მორცხულა; სალიკლევი; საფერავი აჭარული; საწური; ტაძიგურა; ტყისვაზი; ტყისყურძენა; ქორქაულა; შიშველი; ჩიტისთვალა აჭარული; ცხენის ძუძუ აჭარული; ჭიპაკური; ჭოდი; ხარისთვალა აჭარული; ჯინეში.

თეთრი

ალმურა თეთრი; ბაღისყურძენი; ბროლა; გორგოული; თეთრა; თურვანდი; კაიკაციშვილისეული თეთრი; კვირისთავა; ლივანურა თეთრი; მწვანე აჭარული; მწვანურა; ორჯოხული; სხალთური; შავშურა; ცვითე; წვიტე; ჭეჭიბერა; ჯავახეთურა.

სხვა

ახალაკი; პოვნილი; კიბურა.