ჯაგანი: იგივეა, რაც აკიდო.

ჯამი: ღვინის სასმისი თიხისა, უფრო დიდი ვიდრე ფიალა და უფრო პატარა ვიდრე ჯამფილა. გვხვდება მოჭიქულიც და მოუჭიქავიც.

ჯამფილა: დიდი ჯამი თიხისა, ორი – სამი ჯამისოდენა ტევადობის.

ჯარჯი: განასხლავი წალმის სახელია ლეჩხუმში.

ჯირაქვა: საწნახელის მეგრული დასახელება.

ჯირაყვა: პატარა საწნახელის სახელი გურიაში.

ჯოჯვა: ვენახის შტოს მოტეხა. ვენახის გაფურჩვნა.

ჯულაბი: ჯულაბი ითქმის ღვინოზე, რომელიც დალევისას საწამლავივით მოქმედებს.

ჯურეკი: საწნახლის სახელი მეგრულად.