ცილა: ყურძნის მარცვლის ხორცი.
ციხის ძმარი: ძალიან ცხარე ძმარი.
ცოცხალი, ანუ ხალისიანი ღვინო: ღვინო, რომელსაც სასიამოვნო და ზომიერი მჟავიანობა აქვს.
ცრემვლა: ვაზის წვენის გამოდენა გასხვლის დროს. შეედრება ვაზის ტირილი.
ცხავათი: მექვევრეობით განთქმული სოფელი ქსნის ხეობაში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ). ამ ადგილებში დიდი ზომის ქვევრებს არ ამზადებდნენ. დღეს – დღეობით ცხავათში ქვევრი აღარ მზადდება. ცხავათის
შემოგარენში განვითარებული ყოფილა ტერასული მევენახეობა და აქაური ღვინო განთქმულიც იყო.