შამანი: უდედო და დაუდუღებელი ღვინო, ტკბილია, ძალა არა აქვს და სასმელად არ არის მიღებული; ჭაჭას წყალს დაასხამენ და ხელახლა დაადუღებენ. მიიღება სუსტი ღვინო, გამოიყენებენ წყურვილის მოსაკლავად.
შარი: ვენახის მწკრივებს შორის დარჩენილ ადგილს შარი ეწოდება.
შემაგრებული ღვინო: ღვინო, რომელიც მიიღება მადუღარ დურდოზე ან მადუღარ ყურძნის ტკბილზე, ღვინის სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა15%_დან 22%_მდეა.
შეყელვა ვაზის: ვაზის ყლორტების მიკვრა ჭიგოზე ან ვენახის მავთულზე.
შვილდისარი: საქაჯავს ზემოდან გაყრილი, ჭახრაკით დამაგრებული მსხვილი ხე.
შუა ღვინო: იგივეა, რაც გუმურა.
შუმი: იგივეა, რაც ღვინო შუმი.
შხანკო: ვაზის ულვაშია, რომლითაც იგი მიმაგრებულია ჭიგოზე ან ხის ტოტზე.
შხურიში: ველური ვაზის სახელი ძველ სამეგრელოში.