ტაგარი: იგივეა, რაც თაღარი.

ტაკუკი: ცალ გვერდზე მომცრო ტარიანი მცირე ზომის ფიალის მსგავსი ღვინის სასმისი. თანამედროვეობაში გამოიყენება მართლმადიდებლური საეკლესიო საიდუმლოებების დროს (წირვა – ლოცვა, ჯვრისწერა…).

ტალავერი: იგივეა, რაც თალარი. ვაზის სხვლა – ფორმირების ერთ – ერთი სისტემა.

ტანინი: მთრიმლავი ნივთიერება, დიდი რაოდენობით გვხვდება კახური ტიპის ღვინოში. ტანინებს ვხვდებით ყურძნის მარცვლის კანში (ჩენჩოში), წიპწასა და კლერტში. ტანინებს გარდა ღვინისა და ყურძნისა ვხვდებით ასევე მცენარის მერქანში (მუხა…), ფოთლებში და მთრიმლავი მცენარის ნაყოფში (ხურმა, წყავი…), ახასიათებს მშლატე, მწკლარტე გემო.

ტახტი, ქუმსი: ქართლ – კახეთში დიდი ვენახები ბილიკებითაა დასერილი. ვენახები იყოფა ტახტებად და ქუმსებად.

ტვიში: სოფელი ცაგერის რაიონში. მევენახეობის მიკროზონა, სადაც ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან ყენდება, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო “ტვიშო”.

ტიანი: ყურძნის მტევნის მეგრული დასახელება.

ტიბაანი: სოფელი სიღნაღის რაიონში. მევენახეობის მიკროზონა, სადაც რქაწითლის ჯიშის ყურძნისაგან ყენდება სუფრის თეთრი ღვინო “ტიბაანი”.

ტიკი: თხის ან თიკნის ტყავისაგან დამზადებული შიგნიდან მოკუპრული ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია ღვინის ჩასასხმელად და გადასატანად. იგივეა, რაც თხიერი ან კუპრიელი. იშვიათად გვხვდება მოუკუპრავი ტიკებიც.

ტიკის მასრა: იგივეა, რაც მასრა. უპირატესად თრიმლის ხის მასალისგან დამზადებული მცირე მილი, საიდანაც ტიკიდან ღვინო გადმოდის.

ტიკჭორა: ჩვეულებრივ ტიკთან შედარებით დიდი მოცულობის ტიკი.

ტკბილის კვერი: მაჭარი მოდუღებული ფქვილითურთ და შესქელებული, ფელამუში. მოდუღებულ და ფქვილით შესქელებულ ტკბილის კვერს ცელოფანზე ან სუფთა ფიცარზე დაასხავენ, გაშრობის შემდეგ აიღებენ და დახვეულს შეინახავენ ჩურჩხელებთან ერთად.

ტკვილი: ყურძნის ტკბილი.

ტუკი: ერთი წლის, ანუ გასულ შემოდგომა – ზამთარში გადაწიდნული ვაზი; ვაზის მოკლე რქა.

ტუნკი ვაზი: 2 – 3 კვირტზე გასხლული ვაზი, დანეკილი ვაზი.

ტუტლა: იგივეა, რაც აყირო.

ტუტულია: ხაპი, სახაპე მასალა.

ტყარი ბინეხი: იგივეა, რაც უსურვაზი.

ტყემლოვანა: მექვევრეობით განთქმული სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სადაც ტრადიციულად მისდევენ ქვევრებისა და თონეების დამზადებას.

ტყუილი რქა: “თუ საყურძნე რქა მომცდარია, მაშინ მას ტყუილი, ანუ გაწბილებული რქა ეწოდება”.