სამეგრელოს მევენახეობა – მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები გაშენებულია 2 – 4 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე. ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც და ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით. ზღვისპირეთში გავრცელებულია ნეშომპალა კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები. სამეგრელოში, სალხინო – თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჯიშური დასახელების უნიკალური ღვინო ოჯალეში. ცნობილია, რომ სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო “ოჯალეში”, გაუგზავნია პარიზში, საერთაშორისო დეგუსტაცია – კონკურსზე, სადაც, უმაღლესი ჯილდო “გრან – პრი” დაუმსახურებია.

წითელი

აბშილური; გოდაათური; ვერნახი; კეთილური; კერთოლი; კოლოში; კუტალა; მაჭყვატური; მუხიშხა; ოჯალეში; პანეში; პუმპულა; უსახელო წითელი; უჩაჭუბური; უჩახარდანი; ჩხაბერძულა; ჩხუში; ჭოტიში; ხოჯისთოლი.


თეთრი

აფხაზურა; გრეხი; დედოფლისკითი; დუდღუში; დღვლაბე; ეგურძგული; ზერდაგი; თეთრიშა; თხურთხუ; კაპისტონი მეგრული; კვაწახურა; ლაგილური; ოფოფი; ოქონა; საკუმა; სამაჭრო; ჩეკოლიში; ჩერგვალი; ჩეში; ჩეჩქიში; ჩეჭიფეში; ჩეხარდანი; ჩიჩკიში; ჩხუჩეში; წალენჯიხის თეთრი; ჭვიტილური; ჭუბერი.

სხვა

უგვარო; ჩხოროკუნი; ჭითაში.