ობინეხე: ვენახს ეწოდება მეგრულად.

ობის გემონაკრავი: ღვინის ნაკლოვანებაა, იწვევს ობის გამომწვევი ბაქტერია, რომლის დროსაც ღვინო იძენს ობის არასასიამოვნო სუნს.

ოიდიუმი: Oidium (ლათ.) იგივეა, რაც ვაზის ნაცარი.

ოლაგვანე: იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში უწოდებენ მარანს, რომელიც ღიაა და ცის ქვეშ ჩაყრილი ქვევრები ხეებით ან ღობით არის შემოსაზღვრული.

ოლაგვე: ჭურისთვი.

ოლიხი: დიდი კაპიანი ბოძი, რომელსაც ოლიხნარის ვენახს შეუყენებენ საყრდენებად.

ოლიხნარი: ვენახის ერთგვარი ტიპი, რომელიც გვხვდება ძირითადად რაჭა – ლეჩხუმში. ვაზს აამაღლებენ და გრძელ ბოძებს, ანუ ოლიხებს შეუდგამენ საყრდენებად. ოლიხნარი დაბლარი ვენახისაგან განსხვავებით რამოდენიმე მეტრის სიმაღლისაა.

ოლოფსირი: ჯოხზე წამოცმული ტილოს ჩვარი, ჭურის ფსკერზე დარჩენილი წყლის ან თხლის ამოსაშრობად. შეედრება მაწაწური.

ომცხვარო: გარეული ყურძენი.

ონჯარო: საწნახლის ერთ – ერთი სახელი იმერეთში.

ოჭინახი: საწნახლის ერთ – ერთი სახელი გურია – სამეგრელოში.

ორგო: დასავლეთ საქართველოში ქვევრზე დასაფარებელი ხის ორად გაყოფილი საფარებელი, რომელზეც ზემოდან დაადებენ აყალო მიწას და მოტკეპნიან. მზადდება უპირატესად ცაცხვის ან წაბლის ხის მასალისაგან. შეედრება ბადიმი.

ორდოქიანი: ათ ლიტრიანი საღვინე ჩაფი.

ორე: შედარებით მცირე ზომის ხის საწნახელი.

ორთითა თოხი: ორ თითიანი თოხი, რომელიც იმერეთში ვენახის გასათოხნად გამოიყენებოდა ძველად.

ორთომელი: დიდი სირჩა, ხისაგან დამზადებული ღვინის სასმისია, ფეხიანი და მაღალი, ჩადის სამ – ოთხ ლიტრამდე ღვინო.

ორკოლი: იგივეა, რაც ხელადა; დოქს ეძახიან მეგრულად.

ორკოპე: იგივეა, რაც ორხელი.

ოროკი: მთის ფერდობზე დაბაქნებული ადგილი, რომელზეც ვაზსა და ხეხილს აშენებენ. ოროკები ქვებითაა ამოშენებული და ძირითადად გვხვდება მესხეთში, მეტადრე ასპინძის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ორშიმო: მწარე კვახი, აყირო, რომლისგანაც დასავლეთ საქართველოში ამზადებენ ქვევრიდან ღვინის ამოსაღებ გრძელტარიან სამარნე იარაღს.

ორშუმი: ძალიან დიდი კოპე, რომლითაც იღებენ ახლად დადუღებულ ღვინოს საწნახლიდან.

ორჩხე: ქვევრის გასარეცხი იარაღი.

ორჩხუში: ქვევრის სარეცხი იარაღი. ხის ტარზე მავთულით ან თოკით მიმაგრებული სიმინდის ფუჩეჩის კონა.

ორჭინჭილა: ერთმანეთზე მიერთებული ორი ცალი ჭინჭილა, მზადდება თიხისაგან, აქვს ზიარჭურჭლის პრინციპი და გამოიყენება ლხინის სუფრასთან ღვინის სასმელად.

ორხელა სარცხი: მწარე ბლის ქერქისაგან დამზადებული სახეხი, რომელსაც გამოიყენებენ ჩასავალი ქვევრების სარეცხად, მოკლეა და აქეთ – იქიდან აქვს ორი სახელური.

ორხელი: აყიროსაგან დამზადებული ჭურჭელი დასავლეთ საქართველოში, რომელიც ორ გრძელ ტარზეა მიმაგრებული მოკლე თოკებით, ხმარობენ ქვევრიდან ნარეცხი წყლის, ლექის ან ნარჩენი ღვინის ამოსაღებად. გარდა აყიროსი მზადდება, როგორც სპილენძისაგან, ისე თიხისგანაც. შეედრება ხაპირი.

ოსილო: იგივეა, რაც მაწაწური.

ოსირო: იგივეა, რაც მაწაწური.

ოფიჭო: მწარე ბლის ქერქი, რომლისგანაც აკეთებენ სარცხს.

ოშმე: ღვინის ამოსაღები დიდი კვახი, გოგრა, კოკოშა.

ოჭიორა: ბრტყელი მოკლე ფიცარია თავ-ბოლოში თითო ნაჭდევით, შუაში დიდი ოვალური, ოთხკუთხა ან მრგვალი ნახვრეტი აქვს, რომელშიც ქვემოდან სარცხის ტარს გაუყრიან, ქვევრის პირზე დადებენ და ქვევრს ისე რეცხავენ, რათა მისი პირი არ დაზიანდეს სარცხის ტარისაგან. შეედრება ჭურის სარეცხელა.

ოხვამერ ლაგვანი: სალოცავი ქვევრი. ჩადგმული იყო საგანგებოდ მთავარანგელოზ მიქაელ – გაბრიელის სახელზე. მის წინ სრულდებოდა ოდუდია სამგარიოს ლოცვა სამეგრელოში.