ვაზი: Vitis (ლათ.) მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად დედამიწის თბილ და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა და საყრდენს ულვაშებით ემაგრება.

ვაზი პატრიარქობს: როდესაც ვაზი სწრაფად და თამამად იზრდება.

ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა: Caleptrimerus vitis (ლათ.) ვაზის მავნებელი. აზიანებს ვაზის კვირტებს, ფოთლებსა და ახალგაზრდა ყლორტებს.

ვაზის მილმხვევი: Byciscus betulea (ლათ.) ვაზის მავნებელი. ძირითადად აზიანებს ვაზის ფოთლებს.

ვაზის ბაქტერიული კიბო: Rhizobium tumefaciens (ლათ.) ვაზის დაავადება, ძირითადად ავადდება ვაზის შტამბი.

ვაზის ბალიშა ცრუფარიანა: Pulvinaria vitis (ლათ.) ვაზის მავნებელია, აზიანებს ვაზის შტამბს, რქებს, ყლორტებსა და ფოთლებს.

ვაზის დამარხვა: ყინვებისაგან დასაცავად ვაზის მიწაში დაფვლა ზამთრობით ან გვიან შემოდგომით. ამ მეთოდს, იშვიათად მესხეთ – ჯავახეთში მიმართავდნენ ძველად, თუმცა ამ მხარეში ამ მეთოდის აუცილებლობა არ არის. მეთოდი უპირატესად გავრცელებული იყო სომხეთში.

ვაზის დასხდომა: სავენახედ გადაბრუნებულ მიწაში ვაზის მოსვლა, ვაზის კარგადგახარება.

ვაზის დაწვრილშვილება: ზედმეტად დატვირთული ვაზი, როდესაც ვაზს ზომაზე მეტი რქები აქვს. ბევრს ისხამს, მაგრამ უხარისხოს.

ვაზის დედანი: საძირე ვაზი, რაზეც უნდა დაემყნოს.

ვაზის ნაცარი: Uncinula necator (ლათ.) ვაზის სოკოვანი დაავადება. აზიანებს ვაზის ფოთლებს, მტევნებსა და ყლორტებს.

ვაზის ნერგი: ვეგეტაციური გამრავლების გზით მიღებული ერთი ან ორ წლიანი დაფესვიანებული, დასარგავად გამზადებული მცენარე (საქართ. კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ).

ვაზის რქა: იგივეა, რაც ვაზის ტოტი. ვაზის რქაში უმთავრეასდ ვაზის ერთწლიანი ტოტი იგულისხმება.

ვაზის რწყილი: Haltica ampelophaga Guern (ლათ.) ვაზის მავნებელია, აზიანებს ვაზის ახლად გაშლილ ფოთლებსა და ზოგჯერ ნორჩ ყლორტებსაც.

ვაზის ტირილი: ვაზი როდესაც გაიღვიძებს და წვენი ჩაუდგება ამ დროს რომ გადაჭრა, რქიდან წვენი წამოუვა წვეთ – წვეთად. ამას ჰქვია ვაზის ტირილი. ვაზის ტირილი უარყოფითი მოვლენაა, რადგან ამ დროს ვაზიდან მისი ”ცრემლის” სახით იკარგება მისი საკვები.

ვაზის ჩვეულებრივი ჭრიჭინა: Oecanthus pellucens Scop (ლათ.) ვაზის მავნებელია. აზიანებს ვაზის ყლორტებსა და ნორჩ ფოთლებს. მავნებლობას ეწევა ღამე, შებინდების შემდეგ.

ვაზის წიდვა: იგივეა, რაც ვაზის გადაწიდვნა, ვაზის გადაწიდვნით, არანამყენით გამრავლება.

ვაზის ჭიჭინობელა: Erythroneura imeretina Dek (ლათ.) ვაზის მავნებელია. გავრცელებულია უმეტესად იმერეთში, აზიანებს ვაზის ფოთლებს.

ვაზის ჭრაქი: Plazmopora viticola (ლათ.) ვაზის სოკოვანი დაავადება. აზიანებს ვაზის ფოთლებს, მტევნებსა და ყლორტებს.

ვაზისუბანი: სოფელი გურჯაანის რაიონში. მევენახეობის მიკროზონა, სადაც რქაწითლისა და კახური მწვანის ვაზის ჯიშებიდან აყენებენ სუფრის თეთრ ღვინო “ვაზისუბანს”. ვაზისუბანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელია.

ვაზის ცის გახსნა: ვაზის მწვანე ოპერაცია, რომელიც გულისხმობს ვაზის ყლორტების წვერების მოჭრას ვაზის ზრდის შეჩერების პერიოდში.

ვაჟკაცური ღვინო: სიმაგრითა და სხეულით მდიდარ ღვინოზე ითქმის.

ვარდისუბანი: სოფელი თელავის რაიონში, სადაც, როგორც ისტორიულად, ასევე დღესაც მისდევენ მექვევრეობას. ვარდისუბნის ქვევრი განთქმულია.

ველური ვაზი: Vitis silvestris (ლათ.) იგივეა, რაც უსურვაზი, კრიკინა ვაზი

ვენახი: ერთ ადგილას დარგული ვაზების ნარგაობა. ზვრებად გაშენებული ვაზების ერთობლიობა.

ვენახის ამოვარდნა: ვენახის გადახმობა და მოსპობა.

ვენახის აშენება: იგივეა, რაც ვენახის, ვაზის ჩაყრა, გაშენება.

ვენახის გამოსავალი: ვენახის ერთი წლის მოსავალი. განსაზღვრული რაოდენობის ვენახის მოსავალი, რომელიც ერთგან შეიძლება მეტი იყოს, მეორეგან ნაკლები; მაგ. ხირხატი ვენახის გამოსავალი ნაკლებია, ვიდრე ლამი ვენახისა, თუმცა ხარისხით პირველი ჯობია.

ვენახის დასხმა: იგივეა, რაც ვენახის გაშენება.

ვენახის მორჩი: იგივეა, რაც ნამხრევი.