ელესაი: საწნახლის საზიდი კეტები.

ენოთეკა: ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის, სპეციალურად მოწყობილი სარდაფი. საცავი, ბოთლებით ღვინის წლობით შესანახად, მასზე შემდგომი დაკვირვების მიზნითა და ასევე საკოლექციოდ. ადგილი სადაც შექმნილია – განათების, ვენტილაციის, ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის განსაკუთრებული პირობები.

ენოთერაპია: მედიცინის დარგი. ადამიანის შინაგანი და გარეგანი ორგანოების ღვინით მკურნალობა.

ენოთერმი: ღვინის პასტერიზატორი. შეედრება თერმოლიზაცია.

ენოლოგია: მეცნიერება მეღვინეობის შესახებ. შეედრება ღვინოთმცოდნეობა.

ენოტანინი: ღვინის ტანინი მოყვითალო ფერის მწკლარტე მთრიმლავი ნივთიერება.

ენოქიმია: ღვინის ქიმია.

ესკა: Stereum hirsutum (ლათ.) ვაზის სოკოვანი დაავადებაა, რომლის შედეგად ძირითადად ზიანდება ვაზის შტამბი, რომელსაც დროთა განმავლობაში ულპება გული.