მესხეთი საქართველოს მევენახეობა – მეღვინეობის ერთ – ერთი უძველესი კუთხეა და როგორც ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, სამშობლოა უძველესი ქართული ჯიშებისა: საფერავი, ძელშავი, ხიხვი და სხვა.
ვენახები გაშენებულია 900 – 1700 მეტრზე ზღვის დონიდან, რის გამოც, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან მევენახეობის რეგიონად ითვლება.
მესხეთში გვხვდება დაბლარი და მაღლარი ვენახები თუმცა ძირითადად გავრცელებული იყო ვენახის ტერასული ტიპი.
ტერასები მოწყობილი იყო მდინარე მტკვრის და მისი შენაკადების ხეობებში, სამხრეთის ფერდობებზე. ამით ხდებოდა ვაზისთვის საჭირო მზის სხივების ოპტიმალური გამოყენება. განსაკუთრებით განთქმული იყო: აწყურის, გამოღმა ჭაჭკარის, გოგაშენის, მილახევის,
საროს, უნწის, ხიზაბავრის, ჯავახეთის ვარძიის ტერასები. ცნობილია ასევე, რომ ჯავახელი მეურნეები ცივი ზამთრის დადგომამდე ვაზს მიწაში მარხავდნენ და ამით დაბალი ტემპერატურისგან იცავდნენ.