ფელამუში: ყურძნის ტკბილის ცეცხლზე დუღილის შედეგად დამზადებული ფაფის მგავსი საჭმელი.

ფიალი: მცირე ზომის თიხის საღვინე სასმისი, იგივე ფიალა.

ფილოქსერა: phylloxera vastatrix Planch (ლათ.) ვაზის მავნებელი მწერი. თანაბარფრთიან ხორთუმიანთა რაზმისა. მისი სამშობლოა აშშ. მეტად საშიში მავნებელია და მის წინააღმდეგ მიმართავენ ვაზის მწარე საძირეზე მყნობას. საქართველოში გვხვდება XIX საუკუნიდან.

ფიჩტაურა: მომცორო საღვინე.

ფიჩხაურა: მომცრო საღვინე.

ფიჩხაური: ჩვეულებრივზე დიდი ზომის საღვინე დოქი.

ფიწლის თოხი: იგივეა, რაც ორთითა თოხი.

ფლასკი: მომცრო საღვინე.

ფქვილისებური ცრუფარიანა: Pseudoccocus citri Risso (ლათ.) ვაზის მავნებელი, აზიანებს ახალგაზრდა ყლორტებს, ფოთლებსა და მტევანს.