გაგალება: ღვინო გაგალდა, ღვინოს სიმაგრე დაეკარგა.
გადათარგულება: ვაზის გაშენება ლერწის მიწაში ჩაფვლით. იგივეა, რაც გადაწიდვნა.
გადაწიდნვა ვაზის: მეჩხერ ვენახში, ვაზის გრძელ რქას დედა ვაზიდან ოდნავ მოშორებით მიწაში ჩაფლავენ ისე, რომ მოშორებით მიწიდან წვერი ამოყოს, როდესაც რქა დაფესვიანდება მას მიწაში ჩამავალ ადგილზე – მიწისპირზე გადაჭრიან. შედეგად იღებენ
ახალ დაფესვიანებულ ვაზს. შეედრება წიდა ვაზი და დაბაგვა.
გალა ღვინო: სუსტი, უძალო ღვინო.
გამართული მარანი: მოწყობილი მარანი ქვევრებით, საწნახელ – ნავით, გოდრებით, გადასაღებ – გადმოსაღები ჭურჭლეულითა და სხვ.
გამონაქაჯი: სულ ბოლოს გამონაწური ყურძნის წვენი.
გამოქაჯვა: წნეხით გამოწურვა წვენისა ჭაჭისაგან და სხვ.
გამოყელვა: ცოტაოდენი ნარჩენი ვენახის სასწრაფოდ შეყელვა – ვაზის ყლორტების მიკვრა ჭიგოზე ან ვენახის მავთულზე.
გართხმული ვაზი: მიწაზე გაშვებული, ჭიგო შეუდგმელი ვაზი.
გაფია: გაბზარული ქვევრის გახელვა თხის ქონით.
გაფურჩნა ვაზისა: ვაზზე ნამხრევების შეცლა; ვაზის მწვანე ოპერაცია.
გაქაჯვა: იგივეა, რაც გამოქაჯვა.
გაღვიძება ვაზისა: კვირტები რომ გამოუვა ვაზს.
გაყოჩება: ვაზის გათამამება, როდესაც ვაზი მსხვილ რქას გაიკეთებს, მაგრამ მტევანს კი არ მოისხამს, მოცდება.
გაწბილებული რქა: იგივეა, რაც ტყუილი რქა.
გეზანგუჲ: ვაზის ფოთლის ავადმყოფობა. ფოთლის ზურგზე ნაყვავილარივით განუვითარდება, ნაოჭდება, ზედ ეყრება თეთრი მტვერი.
გეჯა: ხისაგან ან იშვიათად თიხისაგან დამზადებული ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება საწნახლიდან გადმოსული ტკბილის ჩასასხმელად; სატკბილე (გეჯა სხვა დანიშნულებითაც გამოიყენება).
გვერდივენახი: ფერდობზე გაშენებული ვენახი.
გიდელი: მოგრძო, პირგანიერი და ძირწაწვეტებული უყურო გოდორი. გამოიყენება ბაბილოს დაკრეფის დროს, მოკრეფილი ყურძნის ძირს ჩამოსაშვებად.
გიდელის მცლელი: ვინც მაღლარი ვენახის მკრეფელს გიდელს უცვლის, სავსეს ჩამოართმევს და ცარიელს მიაწოდებს.
გირგალი: ქვევრის თავი, რაზედაც სარქველს ათავსებენ იგივეა, რაც ფარფალი.
გოგროხა: იგივეა, რაც გოდროხა.
გოდროხა: წნელის პატარა მრგვალი გოდორი, პირღია, ყური გვერდზე აქვს. რთველში ამაში კრეფენ ყურძენს და მერე ცლიან გოდორში, ჩადის 2 – 3 ფუთი ყურძენი. (1 ფუთი = 16,38 კგ.)
გოდრულა: პატარა გოდორი, გოდროხაზე მოზრდილი. ჩადის 4 – 6 ფუთი ყურძენი, მორჩეული ყურძნის გადასატან – გადმოსატანად ხმარობენ უმთავრესად.
გოზაური: თიხის დიდი ზომის მოჭიქული ან იშვიათად მოუჭიქავი საღვინე ჭურჭელი ძირითადად კახეთში. კახური გოზაურის ყელზე ხშირად ვხვდებით ადამიანისა და ცხოველების ფიგურებს, ან რაიმე წარწერებსა თუ მოხატულობებს. გოზაური კახური წარმოშობის საღვინე
ჭურჭელია და მასში შესაძლოა ჩავიდეს 10 – 15 ლიტრი ღვინო. ის უმეტეს შემთხვევაში უტუჩოა.
გონგი: მექვევრის ხელსაწყო: ხელის ფიცარი, ფრთა. ხელისგულისოდენა თხელი ფიცარი, მექვევრეს ხელში უჭირავს და ქვევრის კეთების დროს კედლებს უსვამს, ასწორებს და გამოჰყავს ქვევრი. გვხვდება სხვადასხვა ფორმისა და ზომისა.
გონგორა: _ რთველის შემდეგ ვენახში აქა-იქ შემთხვევით დარჩენილი ყურძენი.
გორა: ღვინის საწყაო ჭურჭელი, 16 დოქს იტევს.
გოსიო: დაუმწიფებელი, შემოუსვლელი ყურძენი.
გუდა: ტიკის მეგრული დასახელება.
გუმურა: შუა ღვინო წყლიანი.
გურჯაანი: რაიონი და ქალაქი კახეთში. მევენახეობის მიკროზონა, სადაც რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან იწარმოება თეთრი მშრალი ღვინო “გურჯაანი”.