ბაბილო: ხეზე აშვებული ვაზის სახელწოდება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და უპირატესად გურიაში. ბაბილოს კრეფენ გიდელით. როგორც ისტორიული დოკუმენტებიდანაა ცნობილი ძველად არსებობდა სპეციალური საბაბილო ჭურები (ჭური საბაბილოი). გურიაში ბაბილოს კრეფისას სრულდება გურული ხალხური სიმღერა “აგიდელა”.

ბაგა: ქვევრის პირის გარშემო გაკეთებული ჩაღრმავებული ადგილი, რათა სარქველდახურული ქვევრი მაინც მიწის პირზე დაბლა იყოს და სარქველიანი ქვევრის პირის გარშემო ხელის შემოსმა შეიძლებოდეს; ვენახში თუ ვაზი ახალი ჩაყრილია, მას ბაგა ეწოდება.

ბადაგი: ცეცხლზე მოდუღებული ყურძნის ტკბილი ზამთრისათვის შესანახად და ასევე ჩურჩხელების ამოსავლებად. ჩურჩხელების ამოსავლებად ბადაგს ცეცხლზე დიდ ხანს ადუღებენ და შეასქელებენ. სინონიმია ბადაქი.

ბადია: ქუსლიანი დიდი ჯამი. აქვს სამეურნეო დანიშნულება, თუმცა ღვინის სასმისადაც გამოიყენებენ. მზადდებოდა თიხისაგან, სპილენძისაგან და ვერცხლისგანაც. ვერცხლისა და სპილენძის ბადიებზე ხშირია ორნამენტები და ქართული წარწერები.

ბადიმი: იმერული სახელია ჭურის სარქველისა, რომელიც შედგება ორი, სამი და მეტი ნაწილისაგან. ორზე მეტ ნაწილიან ბადიმს დიდი მოცულობის ჭურებს აფარებენ. იგივეა რაც ბალდუმი ან ორგო.

ბალამწარა: ველური ბალი. ხე, რომლის ქერქისაგანაც მზადდება ქვევრის სარცხი.

ბალდუმი: ჭურის ხის სარქველი. იგივეა, რაც ბადიმი ან ორგო.

ბალღონჯი: იგივეა რაც სარცხი. ბალამწარას ქერქი ქვევრების რეცხვისათვის გამოყენებული, გრძელი ჯოხის წვერზე წამოცმულები დასტა-დასტა. საქართველოს მთის სოფლებში მწარე ბლის ქერქის მაგივრად ხშირად იყენებდნენ არყის ხის ქერქს.

ბანძურა: იგივეა, რაც მაწაწური.

ბართოხა: სავენახე მიწის დასამუშავებელი იარაღი რაჭაში. ჩვეულებრივ თოხზე გრძელი პირი აქვს. შეედრება თოხწერაქვა.

ბაქმაზი: საზამთროდ შესანახი მოდუღებული ყურძნის ტკბილი.

ბაჭიალა: დედა ვაზზე გამოტანილ ზედმეტ ყლორტებს ბაჭიალა ეწოდება. (“ახალ მთვარეზე გასხვლა დაუშვებელია… ვაზი უშნოდ გაიბურდება… ბევრ ბაჭიალებს დაიყრის”).

ბერკეტიან – ოწინარიანი წნეხი: ყურძნის ჭაჭის გამოსაწნეხი მოწყობილობა, რომელიც გავრცელებული ყოფილა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში.

ბერკეტიან – ხრახნიანი წნეხი: ყურძნის ჭაჭის გამოსაწნეხი მოწყობილობა, რომელიც გავრცელებული ყოფილა ძირითადად დასავლეთ საქართველოში.

ბეღელ – მარანი: ორსართულიანი ნაგებობა, რომლის პირველ სართულზე მარანია გამართული, ხოლო მეორე სართულზე ოთახია სურსათის შესანახად (აღმ. საქართველო).

ბეჭი: ქვევრის გაგანივრებული ნაწილი ყელს ქვემოთ. შეედრება ქვევრის მხრები.

ბინეხი: ვაზის ლაზური დასახელება.

ბინეხონა: ვენახის ლაზური დასახელება.

ბიჭა-ბიჭა: ფოთლის ყუნწის იღლიაში განვითარებული კვირტი, რომელიც ყლორტის ძლიერი ზრდის პერიოდში წარმოშობს დამატებით ყლორტს. იგივეა, რაც ნამხარი.

ბობღი: ვაზის ძირზე ამოტანილი პატარა ყლორტი.

ბოზა: ტკბილი სასმელი. ყურძნის დაწურვისას შეინახავენ წვენს, შიგ ყრიან თეთრ მიწას, აჩერებენ რამდენიმე დღეს და მერე მოადუღებენ. ინახება დიდხანს.

ბოლა: ვაზის ძირში გამოსული რქა.

ბონძღი: კლერტი, ყურძნის მტევნის კუმპლებდაცლილი ღერო.

ბორძღვი: იგივეა, რაც ბონძღი.

ბონძღალი: იგივეა, რაც ბონძღი.

ბორჯოყო:
რაჭა-ლეჩხუმში ეწოდება იმ ადგილს, სადაც დედავაზი (შტამბი) თავდება და დატოტვა.

ბოღლიწო: უპირატესად მონასტრული საჭმელია. წითელ ღვინოში ჩაყრიან ლუკმებად დამტვრეულ პურს და 15-20 წუთის შემდეგ შეჭამენ. ყუათიანი და გემრიელი საჭმელია.

ბოცა: დიდი ბოთლი (ღვინისთვის), წნულით გარშემოვლებული.

ბჟოქო ყურძენი: დაუმწიფებელი, უგემური ყურძენი.

ბჟუქურე ღვინო: მომჟავო, უღონო ღვინო.

ბრკე: ღვინის დაავადება, რომელსაც იწვევს საფუარი Cida Mycoderma (ლათ). ნაკლული ღვინის ჭურჭლის ზედაპირზე დაავადების დროს ჩნდება მონაცრისფრო თეთრი აპკი, რომელიც შერხევისას ღვინოში იძირება და ამღვრევს მას. უფრო ადვილად ავადდება დაბალ ალკოჰოლიანი უსხეულო ღვინო.

ბრჭყალი: ვაზის წვრილი ულვაში, ბოლოებდაგრეხილი.

ბუკნა: Theresia ampelophaga Bayle
 (ლათ). ვაზის კვირტის მავნებელი ჭია, მუხლუხო. ძირითადად აზიანებს ვაზის ახლად გაბერილ და ახლად გაშლილ კვირტებს.

ბულიში: ქვევრის სარცხის მეგრული დასახელება.

ბუნებრივად ნახევრად მშრალი ღვინო: ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით (საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ).

ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო: ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით (საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ).

ბუნებრივად ტკბილი ღვინო: ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით (საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ).

ბურეხი: ველური ვაზის სახელი ძველ სამეგრელოში.

ბურძღალაი: მარცვლებგაცლილი ყურძნის მტევანი; შეედრება კლერტი.

ბურძღენი: ყურძნის კლერტი.

ბურძღუმი: ველური ვაზის სახელი ძველად
საინგილოში.

ბურჯუკი: იგივეა, რაც ძელბარი.

ბუტი: დიდი მოცულობის, მუხის მასალისაგან დამზადებული ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება მეღვინეობაში, აქვს მუხის კასრის მოყვანილობა. ბუტი შეიძლება იყოს 2000, 5000, 10000 ლიტრის, ან უფრო მეტი მოცულობის.

ბუძუნძღო: ყურძნის მტევნის კუმპლებდაცლილი ღერო, უმარცვლო მტევანი, კლერტი.